მსოფლიოხელოვნებაკულტურასაზოგადოება

არეტა ფრანკლინის სახლში მილიონი დოლარის ღირებულების გაუნაღდებელი ჩეკები იპოვეს

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, არეტა ფრანკლინის სახლში, მისი ქონების აღწერისას, ერთ მილიონ ამერიკულ დოლარამდე ღირებულების გაუნაღდებელი ჩეკები იპოვეს. სოულის მომღერალს თანხის ძირითადი ნაწილი საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაციების, SOUND EXCHANGE-ისა და SCREEN WRITERS GUILD-ისგან ჰქონდა მიღებული. გამოცემა BILLBOARD-ის ინფორმაციით, მომღერლის ვაჟი კიკალფ კენინგემი თანხის გამცემ ბანკს უკვე დაუკავშირდა.

არეტა ფრანკლინის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება ოთხივე შვილზე უნდა განაწილებულიყო, თუმცა ცოტა ხნის წინ მუსიკოსის მიჩიგანში მდებარე სახლში სამი ანდერძი იპოვეს.

ანდერძების თანახმად, არეტამ ერთ-ერთი სახლი ვაჟს, კიკალფს დაუტოვა. იგი თავის ძმასთან, 62 წლის ედვარდთან ერთად მომღერლის ყოველთვიური შემოსავლის ნაწილსაც მიიღებს. რაც შეეხება არტისტის ფულად ქონებას, კიკალფსა და ედვარდს წილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ერგებათ, თუ ბიზნესის ადმინისტრირების დიპლომებს მიიღებენ. მუსიკოსი მათ სწავლის დაფინანსებასაც უზრუნველყოფს.

სოულის დედოფალი შარშან გარდაიცვალა დეტროიტში, საკუთარ სახლში, 76 წლის ასაკში. მომღერალს 2010 წელს პანკრეასის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

18 „გრემის“ მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არეტა პირველი ქალია, რომელიც 1987 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გამოცემა „როლინგ სთოუნზმა“ ფრანკლინი ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა სიმღერებმა – Respect, Think და I Say a Little Prayer.

popmusic.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close