დონალდ ტრამპს 25 ფუტის სიმაღლის ხის ქანდაკება დაუდგეს (ვიდეო)

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თავისი მეუღლის სამშობლოში, სლოვენიაში ხის ქანდაკება დაუდგეს. გამოცემა INDEPENDENT-ის  ინფორმაციით, მონუმენტი 25 ფუტის (7,62 მ) სიმაღლისაა და ხის მასალისგან არის დამზადებული.

ქანდაკებაზე ტრამპი ლურჯად შეფერილი „სამოსით“ და კაშკაშა წითელი ჰალსტუხით არის გამოსახული. უცნობია, ვინ შექმნა პრეზიდენტის ხის მონუმენტი. როგორც გამოცემა წერს, ტრამპს ეს ნამდვილად არ მოეწონება.

ტრამპისა არ ვიცით, მაგრამ სლოვენიელებს იუმორის გრძნობა ნამდვილად აქვთ – ვერაფერს იტყვი.

ნახეთ ვიდეოსიუჟეტი (წამყვანი სიცილს ძლივს იკავებს 🙂 ).

ცოტა ხნის წინათ სლოვენიაში, მშობლიურ ქალაქში ძეგლი მელანია ტრამპსაც დაუდგეს, რამაც სოციალურ ქსელში მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი აზრით, ნამუშევარი საკმაოდ უხეშადაა შესრულებული.

კომენტარები