მედიცინამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

კომაში მყოფ ქალს ჯანმრთელი ბავშვი გაუჩნდა

ქალს, რომელიც 3 თვე კომაში იყო, გოგონა გაუჩნდა. შემთხვევა ქალაქ ბრნოს (ჩეხეთი) საუნივერსიტეტო კლინიკაში აგვისტოს შუა რიცხვებში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ქალს ორსულობის მე-16 კვირაზე თავის ტვინში სისხლი ჩაექცა. საავადმყოფოში მიყვანისას ექიმებმა პაციენტის თავის ტვინის სიკვდილი დააფიქსირეს.

სპეციალისტებმა ბავშვის დაბადებამდე ქალის სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური შენარჩუნება გადაწყვიტეს. ბავშვი საკეისრო კვეთის მეშვეობით დაიბადა. მისი წონა დაბადებისას 2,1 კგ იყო. ჩვილზე მამა ზრუნავს. კლინიკაში მომხდარს „უპრეცედენტო სასწაული“ უწოდეს.

მშობიარობის შემდეგ დედის სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემა გათიშეს.

2016 წლის იანვარში ამავე კლინიკაში კომაში მყოფმა ქალმა ბიჭი გააჩინა. მოგვიანებით დედა გონს მოვიდა.

ივნისის ბოლოს მსგავსი შემთხვევა ინდონეზიაშიც მოხდა.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close