საბერძნეთში მართვის მოწმობის აღება მარტივდება

ბოლო 9 თვეა, საბერძნეთში მართვის მოწმობის აღება გართულდა, რის გამოც 100 ათასი კანდიდატი უშედეგოდ ელოდება თავის რიგს. დღეს საბერძნეთის პარლამენტი კენჭს უყრის ახალ კანონს, რომლითაც პრობლების მოგვარებას გვპირდებიან.

საბერძნეთის წინა მთავრობამ ახალი რეგულაციები მიიღო, რამაც მართვის მოწმობის აღება უკიდურესად გაართულა. 74 წელს გადაცილებულთათვის სავალდებულო გახდა ხელახალი გამოცდების ჩაბარება. ამან საგამოცდო ცენტრებში დიდი რიგების წარმოშობა განაპირობა. ერთი მხრივ, გაჭირდა გამოცდების ჩაბარება, მეორე მხრივ კი, ის მოქალაქეები, რომლებმაც უკვე ჩააბარეს გამოცდა, მართვის მოწმობას ვერ იღებდნენ. მართალია, „სირიზას“ მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის მოთხოვნებს შეესაბამებოდა, მაგრამ სახელმწიფო მზად არ აღმოჩნდა, რათა ახალი სისტემით მუშაობა უზრუნველეყო.

კანონპროექტით, რომელსაც დღეს უყრიან კენჭს, დროებით აღდგება ძველი რეგულაციები. უცნობია, როდის გახდება შესაძლებელი ახალი სტანდარტების დამკვიდრება და შეუფერხებელი მუშაობა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები