ერთი მგზავრის გამო მიუნხენის აეროპორტში ნამდვილი ქაოსი შეიქმნა და 130 რეისი გადაიდო
მიუნხენის აეროპორტში ესპანელი მამაკაცის შემთხვევითმა ქმედებამ 130 გაფრენის და დაჯდომის გაუქმება გამოიწვია, რის გამოც 20 ათასამდე მგზავრი დროულად ვერ გაფრინდა.
ბავარიული არხის, BR24-ის ცნობით, მიუნხენის აეროპორტში მადრიდში მიმავალი კაცი მგზავრების მოსაცდელი ადგილიდან საპირფარეშოში გავიდა, იქიდან გამოსვლისას მან შემთხვევით დააჭირა თითი ღილაკს, რომელიც კრიტიკული მდგომარეობის შემთხვევებისთვის განკუთვნილ გასასვლელს აღებდა. ამ სივრცეში მხოლოდ იმ მგზავრებს ჰონდათ შესვლის უფლება, რომლებსაც უკვე გავლილი ჰქონდათ უსაფრთხოების შემოწმება. როდესაც კაცი ამ ადგილიდან გამობრუნდა, მოსაცდელთან მას აღარავინ დახვდა.
საქმე ის არის, რომ სპეციალურ ზონაში მისი არასანქცირებული შესვლისთანავე ჩაირთო განგაში, რის გამოც აეროპორტის ორი ტერმინალიდან მგზავრების ევაკუაცია მოხდა და აეროპორტში ყველა ქმედება შეჩერდა. მხოლოდ 4 საათის შემდეგ გააუქმეს განგაში და აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.
მამაკაცის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა ცნობილი გახდა, რომ იგი დაახლოებით 20-იდან 25 წლამდე ასაკის ესპანელია და ტაილანდიდან მადრიდში ბრუნდებოდა მარშრუტით: ბანგკოკი-მიუნხენი-მადრიდი. ახალგაზრდა კაცი დააკავეს, თუმცა გამოკითხვის შემდეგ ყოველგვარი სასჯელის გარეშე გაათავისუფლეს, რადგან იგი სპეციალურ ზონაში თავისდაუნებურად აღმოჩნდა, შეცდომის გამო.
კომენტარები