სტრომბოლის ამოფრქვევის გამო შესაძლოა ცუნამი წარმოიქმნას (ვიდეო)

იტალიაში ვულკანი სტრომბოლი კვლავ იფრქვევა, მისი კრატერებიდან ლავა და ფერფლი ამოდის. ამის მიუხედავად ვულკანის მიმდებარე რაიონებს ტურისტები მაინც სტუმრობენ.

ვულკანის აქტიურობის გამო შესაძლოა ცუნამი წარმოიქმნას, ამის თაობაზე Sky წერს, ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექსპერტების მონაცემებზე დაყრდნობით. მათივე თქმით, არსებობს რისკი, რომ სიტუაცია კონტროლიდნ გამოვა.

ვულკანი სტრომბოლი ამავე სახელწოდების იტალიურ კუნძულზე, სიცილიასთან ახლოს მდებარეობს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.

სტრომბოლი 3 ივლისსაც ამოიფრქვა. მაშინ ერთი ტურისტი დაიღუპა.

კომენტარები