გერმანია II მსოფლიო ომის ლტოლვილთა შთამომავლებისთვის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

გერმანია II მსოფლიო ომის ლტოლვილთა შთამომავლებისთვის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს, – ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კერძოდ, მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების მიერ შევიწროებული ოჯახების წევრები გერმანიის მოქალაქეობას სხვებთან შედარებით უფრო მარტივად მიიღებენ.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს მათი ქვეყნის პასუხისმგებლობა იყო.

ნაცისტებისგან ლტოლვილი ოჯახების წევრების განცხადებები მოქალაქეობის შესახებ გერმანიაში წლიდან წლამდე იზრდება.

საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ოჯახი, საიდანაც ომში არავინ წასულა. თუ თქვენი წინაპარიც იყო იმ უამრავ ადამიანს შორის, ვინც საბჭოთა არმიის სახელით იბრძოდა, ამ უნიკალური პროექტის მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ, რა გზა გაიარა მან და მისმა არმიამ.

მონაცემები რუსეთის სახელმწიფო არქივიდან არის აღებული.

როგორ ვიპოვოთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული წინაპარი?

პროექტის ერთ-ერთი ავტორი, დათო ბუმბეიშვილი საკუთარი facebook გვერდის საშუალებით ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც საიტის მოხმარების წესებია ნაჩვენები.

მეორე მსოფლიო ომმა 60 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ის აზიაში 1937 წლის 7 ივლისს იაპონია-ჩინეთის ომით დაიწყო, ხოლო ევროპაში – 1939 წლის 1 სექტემბერს, გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე. საომარი მდგომარეობა ევროპაში 1945 წლის 8 მაისის დასრულდა, ხოლო აზიაში – 1945 წლის 2 სექტემბერს.

კომენტარები