მოდა/სილამაზემსოფლიოსაზოგადოება

კიმ კარდაშიანმა საცვლების სკანდალურ ბრენდს სახელი შეუცვალა

ბაზარზე ახალი ტანსაცმლის ბრენდის გამოშვების შემდეგ კიმ კარდაშიანმა მას სახელი შეუცვალა, ინფორმაციას INDEPENDENT-ი ავრცელებს.

საცვლების ხაზი Kimono ახლა SKIMS Solutionwear-ის სახელით გაიყიდება. ამის შესახებ ამერიკელმა მოდელმა სოციალურ ქსელში, Twitter-ზე დაწერა.

გადაწყვეტილება ამერიკელმა მოდელმა მას შემდეგ მიიღო, რაც კიმ კარდაშიანის საცვლების ხაზის დასახელებამ Kimono იაპონელების გაღიზიანება გამოიწვია, რადგან კიმონო იაპონიაში ტრაციდიული სამოსის სახელწოდებაა. ამის შესხებ იაპონელები სოციალურ ქსელში წერენ.

მანამდე კიმ კარდაშიანი The New York Times-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბრენდის სახელის შეცვლას არ გეგმავდა.

როგორც კიმი ამბობს, ბრენდის გამოშვებაზე 15 წლის განმავლობაში ფიქრობდა, აქტიური მუშაობა კი გასულ წელს დაიწყო.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close