ნეაპოლის ციხიდან ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველი პატიმარი, თანაც უცხოელი, გაიქცა (ვიდეო)
იტალიელი სამართალდამცველები პოლონეთის მოქალაქეს ეძებენ, რომელიც 25 აგვისტოს ნეაპოლის პოჯორეალეს ციხიდან გაიქცა.
პატიმრის ფოტოსურათი ნეაპოლის პოლიციის სამმართველომ Twitter-ზე გამოაქვეყნა. რობერტ ლისოვსკი პოლიციამ 2018 წლის 5 დეკემბერს დააკავა ნეაპოლში უკრაინის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით. 32 წლის პოლონელმა საპატიმროს ერთმანეთზე გადაბმული ზეწრებისგან დამზადებული თოკის მეშვეობით დააღწია თავი.
Robert Lisowski, il polacco di 32 anni evaso ieri dal carcere napoletano di Poggioreale dove’era recluso con l’accusa di omicidio, è stato catturato dalla Polizia a corso Garibaldi a Napoli (VIDEO con la corda dell'evasione) pic.twitter.com/5Z5gA1Wrlz
— Giank-deR 🇮🇹 (@GiancarloDeRisi) August 27, 2019
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ბოლო 100 წლის განმავლობაში ნეაპოლის ციხიდან გაქცევის პირველი წარმატებული შემთხვევაა. სამართალდამცველები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ლისოვსკი ძალიან საშიშია და პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. მათი ინფორმაციით, გაქცეული პატიმრის სიმაღლეა 1,80 მეტრი, იგი გამხადარი აღნაგობისაა, ღია ყავისფერი შეთხელებული თმებით; გაქცევისას ჰქონდა წვერი და კოჭლობდა.
კომენტარები