რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებაnewsსაქართველო

ქართველმა ძალოსანმა 200-ტონიანი საზღვაო ბუქსირი დაძრა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

ბათუმის ნავსადგურში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ძალოსანმა გიორგი როსტომაშვილმა თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და 5 მეტრზე გასწია საზღვაო ბუქსირი „თამარა 2“.

საზღვაო ბუქსირის წონა 200 ტონას აღემატება.

საწყალოსნო ტრანსპორტის თითით გაწევაში მსოფლიო რეკორდი პირველად დამყარდა. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯები აკვირდებოდნენ.

29 წლის გიორგი როსტომაშვილი არაერთი ძალისმიერი რეკორდის ავტორი და 2015 წლის „რეკორდსმენთა თასის“ გამარჯვებულია. მსოფლიო რეკორდსმენია მისი ძმაც – ირაკლი როსტომაშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=s-yzRrjcrF0&feature=youtu.be

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close