fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ესპანეთში ერთ-ერთ სასაფლაოზე ჩაკეტილ ოთახებში ასობით დაუმარხავი ცხედარი იპოვეს

ესპანეთში, კუნძულ მაიორკაზე, ქალაქ მანაკორის ერთ-ერთ სასაფლაოზე ჩაკეტილ ოთახებში ასობით დაუმარხავი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა სასაფლაოს შემოვლისას ჩაკეტილი ოთახები აღმოაჩინეს. სასაფლაოს წინა მმართველი ორი წლის წინ გარდაიცვალა, ახალს კი ამ ოთახების გასაღები არასდროს ჰქონია, ამიტომ ინსპექტორებს კარების გატეხა მოუხდათ.

ოთახებში მათ ასობით დაუმარხავი ცხედარი და ძვლებით სავსე ყუთები აღმოაჩინეს. ადგილობრივი მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ცხედრები ოთახებში 1980-იან წლებში შეიტანეს, როდესაც სასაფლაოს რეკონსტრუქცია  მიმდინარეობდა, თუმცა სამუშაოების დამთავრების შემდეგ რატომ არ დააბრუნა სასაფლაოს ადმინისტრაციამ გადაცვლილი ადამიანები თავიანთ საფლავებში, უცნობია.

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close