​პოლონეთში მეხის დაცემის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა

პოლონეთში, ტატრების მთებში მეხის დაცემის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

გარდაცვლილები არიან 46 და 24 წლის ქალები, ასევე, ორი 10 წლის ბავშვია. ისინი ტატრებში პოლონეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ.

ინციდენტი გევონტის მთაზე მოხდა, რომელიც 1894 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და სადაც ლითონის ჯვარია დამონტაჟებული.

ტურისტული ჯგუფები მთებში მოგზაურობდნენ, რა დროსაც მოულოდნელად ამინდი გაუარესდა 4 ადამიანი დაიღუპადა ჭექა-ქუხილი და ელვა დაიწყო.

მეხის დაცემის შედეგად სასწრაფო სამედიცინო დახმარება 150 ადამიანს დასჭირდა. 34 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ბევრი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები