ისტორიამსოფლიოსაზოგადოება

BBC ჩაძირული „ტიტანიკის“ კადრებს ავრცელებს (ვიდეო)

BBC-მ, ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად, ჩაძირული „ტიტანიკის“ კადრები გამოაქვეყნა.

ვიდეოში ჩანს, რა მდგომარეობაშია სამგზავრო გემი. „ტიტანიკის“ გადასაღებად ატლანტის ოკეანეში ექსპედიციას ვიქტორ ვესკოვო, პარკს სტეფენსონი, რობ მაკალუმი ხელმძღვანელობდნენ.

ვესკოვოს განცხადებით, მარილის კოროზიისა და „მეტალისმჭამელი“ ბაქტერიების გამო გემის მდგომარეობა გაუარესებულია. ექსპედიციის საბოლოო შედეგები დოკუმენტურ ფილმში აისახება, რომელსაც BAFTA და Atlantic Productions-ი იღებენ. გემი დღეისათვის ოკეანის ზედაპირიდან 4000 მეტრის სიღრმეშია ჩაძირული.

სამგზავრო გემი „ტიტანიკი“ 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40 სთ-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. გემი 1912 წლის 15 აპრილის დილას ჩაიძირა. ტრაგედიას 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვიდეო:

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close