სოფი ლორენის რჩევები ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად

სოფი ლორენი ქალურობისა და სექსუალური მიმზიდველობის ნამდვილი სიმბოლოა. 84 წლის ვარსკვლავი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება. რა ეხმარება მას ფორმის და კარგი გარეგნობის შენარჩუნებაში და რას ურჩევს ქალებს?
სოფი ლორენის დღის რეჟიმი

სოფი ლორენი მუდმივად ცდილობს დაიცვას დღის განრიგი, რომელიც  ახალგაზრდობაში თავად შეადგინა. იგი ყველას ურჩევს, რომ დასაძინებლად საღამოს 9 საათზე დაწვნენ, დილით ადრე ადგნენ და დღე ვარჯიშით დაიწყონ. სწორედ ეს ეხმარება მსახიობს, რომ მუდმივად კარგ ფორმაში იყოს, სულის სიმხნევე და კარგი განწყობა შეინარჩუნოს.

სოფი ლორენი სილამაზეზე

„ოსტატურად შეღებილი თვალები და კარგად გაკეთებული მაკიაჟი არ არის ყველაზე მთავარი იმისათვის, რომ მიმზიდველი იყოთ. სილამაზე სიკეთეზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული, რომლის გარეშეც ქალი ეფექტური ვერასდროს იქნება“.

„იმისათვის, რომ ნათელი და ლამაზი გამოხედვა გვქონდეს, ორი რამ უნდა დავიმახსოვროთ: პირველი _ ყველაფერი თქვენს ხელთაა და მეორე _ „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“.

„მიზეზი, რომ თავის მოვლას მოუცლელობის გამო ვერ ახერხებთ, სისულელეა. ეს მხოლოდ საბაბია“.

სოფი ლორენი თმის მოვლაზე

„შამპუნი ძალიან ფრთხილად გამოიყენეთ, ჩამოიბანეთ თმა, დაიდეთ ცოტა შამპუნი და ნელ-ნელა ამატეთ წყალი. ამის შემდეგ ნაზად გაიკეთეთ მასაჟი თავის კანზე და იყავით ფრთხილად, რომ თმის ძირები არ დაიზიანოთ“.

„დროდადრო სხვადასხვა ბალზამის მოსინჯვა მოგიწევთ. მე იტალიაში დავიბადე და ალბათ სწორედ ამიტომაც ვთვლი, რომ ზეითუნის ზეთი საუკეთესო ბალზამია. ეს ზეთი ძალიან სასარგებლოა მაშინ, როცა მზეზე დიდი დროის გატარება გიწევთ. ზეითუნის ზეთი იცავს და კვებავს თმას. წაისვით ზეთი თავის კანზე და გადაისვით თმებზეც. რამდენიმე საათის შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა თქვენს თმას საოცარ ბზინვარებას შემატებს“.

სოფი ლორენი კანის მოვლაზე

მსახიობი მაკიაჟსაც დღემდე ჩვეულებრივი ზეითუნის ზეთით იშორებს. კანის ინტენსიური გასუფთავებისათვის კი დაფქულ ქატოს იყენებს ბავშვის კრემთან ერთად, ხოლო კანის კვებისთვის – შვრიისა და რძის ნარევის ნიღაბს.

სოფი ლორენი თვლის, რომ ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ხელის საცხი. „ეს საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ თქვენი ხელები კარგად გამოიყურებოდეს. გირჩევთ, რომ ხელის საცხი ყველგან გედოთ: ერთი –  ჩანთაში, მეორე – მანქანაში, მესამე – ტელეფონთან და ყველა იმ ადგილას, სადაც ხშირად გიწევთ ყოფნა“.

„თუ საკმარისი რაოდენობის წყალს სვამთ (დღეში 8 ჭიქა), ეს თქვენს კანს ახალგაზრდობას გაუხანგრძლივებს. აუცილებელი არაა, რომ ჩვეულებრივი წყალი დალიოთ, შესაძლებელია ის მინერალური წყლით, ხილის წვენით, ჩაით ან ყავით ჩაანაცვლოთ, თუმცა ძალიან გთხოვთ, დღეში 8 ჭიქა ყავა არ მიიღოთ!“

სოფი ლორენი ჩაცმის სტილზე

„ყველაზე ძვირფასი კაბაც კი ვერ გაქცევთ ლამაზად, თუ მასში თავს უხერხულად გრძნობთ“.

„ქალების უმეტესობამ იცის, რომელი ფერი უხდება მას და რომელი არა. შესაბამისად, ის ძირითადად ამ ფერის ტანისამოსს ყიდულობს და ეს სწორია“.

„ტანსაცმლის შეძენის წინ ყოველთვის გახსოვდეთ, არ იყიდოთ არაფერი ისე, თუ არ გეცოდინებათ, რასთან ერთად ჩაიცვამთ. იმ შემთხვევაში, თუ ყიდულობთ კაბას, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მისი შესაფერისი ფეხსაცმელი, შარფი, ქამარი და ჩანთა გაქვთ“.

„ყოველთვის დარჩით ის, ვინც ხართ, ნუ იჩქარებთ სწრაფად ცვლად მოდას აუწყოთ ფეხი ან ვიღაცის გემოვნების შესაბამისად გამოიყურებოდეთ“.

„თქვენი ბიუჯეტის დიდი ნაწილი დახარჯეთ იმ ტანსაცმელზე, რომელშიც დიდ დროს გაატარებთ. არ ღირს დიდი თანხის დახარჯვა საღამოს კაბებში, უმჯობესია, ის ფული ოფისისათვის საჭირო მოდურ ტანსაცმელში დახარჯოთ, რადგან სამსახურში თქვენი ცხოვრების უფრო მეტ ნაწილს ატარებთ“.

სოფი ლორენი კვებაზე

სოფი ლორენს არასდროს დაუმალავს, რომ გემრიელად ჭამა უყვარს. მთელმა მსოფლიომ იცის მაკარონისადმი მისი სიყვარული, რაც ალბათ ყველა იტალიელისთვის არის დამახასიათებელი. მან ერთხელ ინტერვიუში განაცხადა: „ყველაფერს, რაც მაქვს, სპაგეტის უნდა ვუმადლოდე“. ცომეულისადმი ასეთი სიყვარულის მიუხედავად, სოფის ზედმეტი კილოგრამები, წონის ცვალებადობა და სხვა უსიამოვნებები, რომლებიც გადაჭარბებულ კვებას ახლავს, არ აწუხებს. მისი საიდუმლო ანანასში მდგომარეობს. იგი შეიცავს ბევრ ხილის მჟავასა და ბრომელაინს, რომელსაც ცხიმოვანი უჯრედების გაყოფის უნარი აქვს, რითაც მეტაბოლიზმს აძლიერებს. ბრომელაინი წარმოადგენს საკვების უმრავლესობის ძირითად დანამატს, მაგრამ სოფი ლორენი კაფსულებს არ ენდობა და თითქმის ყოველდღე მიირთმევს ანანასს.

„თქვენი კვება პირდაპირ აისახება არა მარტო თქვენს სხეულზე, არამედ სახეზე, განწყობასა და თავდაჯერებაზეც კი“.

„მიირთვით ნაკლები წითელი ხორცი და მეტი თევზი და ბოსტნეული. თეთრი ხორცი და თევზი ნაკლებ ცხიმსა და იმავე რაოდენობის ცილებს შეიცავს, რამდენსაც ჩვეულებრივი ხორცი“.

სოფი ლორენი ფიზიკურ აქტივობაზე

„ფიზიკური ვარჯიში სტრესს ხსნის, აწყნარებს ნერვებს და ადამიანის დეპრესიიდან გამოყვანაც კი შეუძლია“.

თამთა გურული

კომენტარები