ბრიტანეთს ხისტი BREXIT-ის შემთხვევაში საკვების, საწვავის და წამლების დეფიციტი ემუქრება?
მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლამდე 75 დღეზე ნაკლები რჩება, გაზეთ The SUNDAY TIMES-ში გამოქვეყნდა მთავრობის მიერ BREXIT-თან დაკავშირებით მომზადებული საიდუმლო დოკუმენტი. ამის შესახებ CNN-ი წერს.
დოკუმენტში საუბარია იმ ეფექტებზე, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი ხისტი Brexit-ის შემთხვევაში უნდა ელოდოს. კერძოდ, მთავრობის მიერ მომზადებული მასალის თანახმად, ქვეყანას საკვების, საწვავის და მედიკამენტების დეფიციტი ემუქრება, თუ ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე დატოვებს გაერთიანებას.
დოკუმენტში ასევე საუბარია ირლანდიასთან გართულებული სასაზღვრო პირობების შესახებ, რომელიც მოლაპარაკებების მთავარი დაბრკოლება იყო; ასევე მოსალოდნელია შეფერხდეს ბრიტანეთის პორტების მუშაობა.
ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.
Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი გადადგა.
წყარო: imedinews.ge
მსგავს თემაზე: ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბრექსიტის თავგამოდებული მომხრე ბორის ჯონსონი გახდა
ბრიტანული გირვანქა სტერლინგი გაუფასურებას განაგრძობს – ბოლო სამი წლის ანტირეკორდი
კომენტარები