პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

იურისტი თედ ჯონასი ლევან ვასაძეს უჩივის – არის თუ არა ჯონასი საერთაშორისო ლგბტ თემის წარმომადგენელი?

საქართველოში მცხოვრები იურისტი თედ ჯონასი, რომელიც ცოტა ხნის წინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა, საქართველოს მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს მიმართავს, დაიწყოს ლევან ვასაძის სისხლის სამართლის დევნა მის მიერ მიმდინარე წლის ივნისში ჩადენილი ქმედებების გამო.

თედ ჯონასი თვლის, რომ „ლევან ვასაძის სიტყვები და ქმედებები არღვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მინიმუმ 14 სხვადასხვა მუხლს და მოიცავს დანაშაულის ფართო სპექტრს: უკანონო დისკრიმინაცია, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა, ადამიანთა დევნა და მათ მიერ აზრის თავისუფალი გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების კანონიერი უფლებით სარგებლობისათვის ხელის შეშლა  ძალადობისა და იარაღის გამოყენების მუქარით; უკანონო ფორმირების შექმნა და მართვა და ამასთან დაკავშირებული მრავალი აქტი; ძალადობისაკენ საჯარო მოწოდებები; და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა”.

მისი წერილის ადრესატები, შალვა თადუმაძესთან ერთად, შს მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და აშშ-ის საელჩოს კონსული ჟენეტ რებერი არიან.

„ლიბერალი“ ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ თედ ჯონასის წერილს. წერილის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

http://liberali.ge/news/view/45978/iurist-ted-jonass-levan-vasadzis-tsinaaghmdeg-mtavar-prokuraturashi-sachivari-sheaqvs

თედ ჯონასს ლევან ვასაძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ პასუხა:

„ბატონო თედ,
ვიცი, რომ შესანიშნავად ფლობთ ქართულ ენას, ორი ათეული წელია ცხოვრობთ, მოღვაწეობთ საქართველოში და ამიტომ მოგმართავთ ჩემს მშობლიურ ენაზე.

ბატონო თედ, თქვენს სამშობლოში ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანის სიტყვის და გამოხატვის უფლება არის უმაღლეს სტანდარტზე და თქვენ საქართველოში ადამიანს უჩივით იმისთვის, რომ აქტიურად აფიქსირებს თავის აზრს?

თქვენს სამშობლოში უამრავი ფაქტია, რომელიც მიმართულია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და ეს თქვენთვის უცხოა?

თქვენ საქართველოს მოქალაქეების აზრს და ნებას ეძახით დანაშაულებრივ ბანდფორმირებას?

ვფიქრობ, რომ არ გაქვთ გააზრებული თქვენი საჩივრის სიტყვების მნიშვნელობა. ვფიქრობ, რომ აშკარად აცდენილი ხართ ქართულ რეალობას.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიულ ფასეულობებზე, მაშინ პირდაპირ გეტყვით, დღეს როგორც არასდროს, ისე არის დაცული უმცირესობათა უფლებები და ასევე მათ წინააღმდეგ გამოხატვის თავისუფლებაც არის დაცული. ესე მუშაობს დემოკრატია.

სხვა დანარჩენი თქვენს საჩივარში არცერთი ფაქტი არ არის იურიდიულად არგუმენტირებული. მეტიც, ეს არის მიმართული ბატონი ვასაძის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

როგორ იურისტი გირჩევთ, რომ შეფასებებისას იყოთ ფრთხილი და თქვენს საჩივარს დაურთოთ იურიდიული მტკიცებულებები და არა დაინტერესებული მხარის მონოლოგები.

ასევე ბატონო თედ, მე ვიცი, რომ თქვენ იყავით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი 2003 წლიდან.

მე მაინტერესებს თქვენ ურჩევდით მას ომის დაწყებას, ბიზნესის რეკეტს და ათას სისაძაგლეს?!

პრეზიდენტ სააკაშვილის დროს არ ირღვეოდა ადამიანთა უფლებები? თქვენ მაშინდელ კანონდარღვევებზე აცხადებდით, რომ არ იყავით უფლებადამცველი.
ახლა რა შეიცვალა???

მაშინ არ იცოდით პროკურატურის მისამართი?! თუ მაშინ ის ყველაფერი კანონიერი იყო???

მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ვიფიქრო, თქვენ ხართ პოლიტიკური მხარე!” – წერს ირმა ჭკადუა.

თედ ჯონასის საჩივარს „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანიც გამოეხმაურა.

მისი თქმით „თედ ჯონასი არის კონკრეტულად გარკვეული საერთაშორისო მამათმავლური გაერთიანების წარმომადგენელი“.

ახვლედიანის შეფასებით, თედ ჯონასი ლგბტ თემის  წარმომადგენლების ინტერესებს ფინანსური სარგებელის გამო იცავს.

„როგორც ჩანს, ის არ არის მხოლოდ და მხოლოდ იურისტი, ის არის კონკრეტულად გარკვეული საერთაშორისო მამათმავლური გაერთიანების წარმომადგენელი და იცავს მათ ინტერესებს. მან იცის, რომ ამაზე ძალიან დიდი ფული იხარჯება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და როგორც ჩანს, ახლა სწორედ აი, ეს ფინანსური ინტერესი ამოძრავებს უკვე სასამართლო წარმოების კონტექსტში. აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი საზოგადოებისას მიაჩნია, რომ არა ბუნებრივის და არა ნორმალურის და გაუკუღმართებულის ნორმად დაკანონება არის მიუღებელი“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close