მედიცინამსოფლიოსაზოგადოება
ქალი ექიმის შეცდომის გამო კომპენსაციის სახით 56 მლნ დოლარს მიიღებს
ნიუ-იორკის მცხოვრები პატრიცია ჯოუნსი ქირურგების შეცდომისგან გამოწვეული პარალიზების გამო კომპენსაციის სახით 55,9 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, – ასეთი განაჩენი გამოიტანა სასამართლომ.
2009 წელს 56 წლის პატრიცია ჯოუნსმა მკლავებში და ფეხებში სიმძიმე იგრძნო, ამასთან, ზურგის ძლიერი ტკივილიც აწუხებდა. ნევროლოგმა მას ლამინექტომიის (ხერხემლის მალებზე ოპერაცია) გაკეთება შესთავაზა, თუმცა ოპერაციის დროს ქირურგების შეცდომის გამო პაციენტს ზურგის ტვინი დაუზიანდა, ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ პატრიცია ჯოუნსმა კიდურებში შეგრძნება დაკარგა და პარალიზებული აღმოჩნდა. 2009 წლის შემდეგ ქალი ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. თავად კლინიკის (კეთილი სამარიტელის ჰოსპიტალი, საფერნი, ნიუ-იორკის შტატი) პრესსპიკერმა განმარტა, რომ შემთხვევა წინა მფლობელის დროს მოხდა.
კომენტარები