საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ბოლო ერთ თვეში მეოთხე მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში დღეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 10 საათზე კიდევ ერთი საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ამჯერად კუნძულ კრეტაზე, ქალაქ პირგოსიდან სამხრეთით, 82 კილომეტრის დაშორებით (ათენიდან 425 კილომეტრში). ევროპა-ხმელთაშუაზღვის სეისმური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის სკალით 5.0 ბალი შეადგინა.

31 ივლისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. ეპიცენტრი კუნძულის მთავარი ქალქიდან, ჰერაკლიონიდან 23 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.

28 ივლისს კი საბერძნეთში 4.2-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ათენიდან ჩრდილოეთით, 24 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, მაღულის რაიონში.

19 ივლისს საბერძნეთში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მაშინაც ეპიცენტრი ათენიდან 23 კილომეტრში მდებარეობდა.

აღსანიშნავია, რომ სეისმოლოგიის პროფესორი აკის ცელენტისი საბერძნეთში მოსალოდნელ ძლიერ მიწისძვრაზე მაისის შუა რიცხვებში საუბრობდა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close