მსოფლიოnewsსაზოგადოებასხვა

ლუქსემბურგში ტორნადოს გამო 19 ადამიანი დაშავდა და 160-ზე მეტი სახლი დაზიანდა (ვიდეო)

ჩრდილოეთ ევროპაში ტორნადომ ასობით სახლი დააზიანა, დაშავდნენ ადამიანებიც.

კერძოდ, ლუქსემბურგში სტიქიის გამო 19-მა ადამიანმა სხეულის დაზიანებები  მიიღო, მათგან 2-მა – საკმაოდ მძიმე. ამის თაობაზე „დოიჩე ველე“ იუწყება. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ზიანი მიადგა 160-ზე მეტ სახლს. ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეებს ტოტები დაალეწა.

ტორნადომ მოგვიანებით აღმოსავლეთ საფრანგეთისკენ გადაინაცვლა. მსგავსი სიტუაცია იყო ჰოლანდიის დედაქალაქში, ამსტერდამში, სადაც აგრეთვე ტორნადო წარმოიქმნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლუქსემბურგში ქარის სიჩქარემ 128 კმ/სთ-ს (80 მილი საათშ) მიაღწია. ზარალი განსაკუთრებით კაერჯენგისა და პიტანჯის დასახლებებს მიადგა. კაერჯენგში დაახლოებით 100 სახლი დაზიანდა, 30-ზე მეტ ნაგებობას ქარმა სახურავი გადახადა. პიტანჯში კი დაზიანდა 60-ზე მეტი სახლი და ელექტროგაყვანილობის ხაზები. ტორნადომ საფრანგეთშიც გადაინაცვლა და მურტ-ეტ-მუზელის რეგიონში მდებარე სახლები დააზიანა.

ვიდეო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close