კრიმინალისაბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთში: სავარჯიშოდ წასული უკვე მეორე მეცნიერი ქალი აღარ დაბრუნდა

საბერძნეთის პოლიციამ 35 წლის ბრიტანელი ასტროფიზიკოსის ნატალი კრისტოფერის ცხედარი იპოვა. ამის შესახებ BBC წერს. 

ბრიტანელი მეცნიერის ცხედარს კუნძულ იკარიაზე, ხევში მიაგნეს. ხელისუფლება ნატალი კრისტოფერის სიკვდილის გარემოების დადგენას ელის.

პოლიციამ მეცნიერის გაუჩინარების შესახებ 5 აგვისტოს მისი მეგობარი მამაკაცისგან შეიტყო. წყვილი სასტუმროში ცხოვრობდა და კვიპროსზე გაფრენას აპირებდა.

„როდესაც გავიღვიძე, ის უკვე ოთახში აღარ იყო, დავურეკე და მითხრა, რომ სავარჯიშოდ წავიდა“, – იხსენებს მეცნიერის მეგობარი.

წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა ბრიტანელი თავისმა დიდმა გატაცებამ შეიწირა. ის პირველყოფილი, ხელუხლებელი ბუნებით იყო გატაცებული, კუნძულზეც სწორედ ბუნებამ აღაფრთოვანა. როგორც გამომძიებლებს მიაჩნიათ, საიდანაც ნატალი ხევში ჩავარდა, იმ ადგილას მიწა მყიფეა, იშლება, სავარაუდოდ, სხეულის მასას ვერ გაუძლო, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა. საბოლოო დასკვნას გამოძიება იტყვის.

რამდენიმე ხნის წინ საბერძნეთში 59 წლის ამერიკელი მეცნიერი, სიუზან იტონი დაიკარგა, რომლის ცხედარი მალევე, 2 ივლისს კრეტაზე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ კატაკომბაში იპოვეს. მოგვიანებით დააკავეს მისი მკვლელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დანაშაული აღიარა და თქვა, რომ პერიოდულად გონება ებინდება და თავის საქციელს ვერ აკონტროლებს.

სიუზან იტონი

მსგავს თემაზე: კრეტაზე ამერიკელი მეცნიერი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს – მორიგი მანიაკი?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close