ვიდეომსოფლიოიტალიასაზოგადოებასაზოგადოება

ალპების მყინვარების ფართობი უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ორჯერ შემცირდა

2050 წლისთვის ალპების ყველა მყინვარი, რომელიც ზღვის დონიდან 3500 მეტრზე დაბლაა, გაქრება.

გასულ საუკუნეში ალპების მყინვარების ზედაპირის ფართობი 50%-ით შემცირდა, ამ 50%-ის 70% კი ბოლო 30 წლის განმავლობაში გაქრა – განაცხადა CNR-ის გლაციოლოგმა რენატო კოლუჩიმ სააგენტო ANSA-სთან ინტერვიუში.

„ალპების მყინვარები უპრეცედენტო სისწრაფით ქრება, – განმარტავს იგი. – ალპების მყინვარები, რომლებიც ზღვის დონიდან 3500 მეტრზე დაბლა მდებარეობს, მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში მთიანად გაქრება. ბოლო წლებში დაფიქსირებული საშუალო ტემპერატურული მაჩვენებელები მათ გადარჩენის შანსს არ უტოვებს“.

„გასულ საუკუნეში ატმოსფეროში CO2-ის  შემცველობის ზრდა 100-ჯერ სწრაფად მიმდინარეობდა, ვიდრე რომელიმე ნებისმიერ ეპოქაში ბოლო 800 ათასი წლის განმავლობაში“ და ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანს ეკისრება.

„1980-იანი წლების შუა პერიოდიდან ტემპერატურა მხოლოდ იზრდება, – განგრძობს კოლუჩი, იტალიის გლაციოლოგიური კომიტეტის წევრი. – მანამდე, 3000 მეტრზე დაბლაც კი ზაფხულში მყინვარებზე ყოველთვის იყო ცოტა თოვლი, რომელიც მათ ინახავდა და აუცილებელ რეზერვს ქმნიდა ახალი მყინვარების ფორმირებისთვის, თუმცა დღეს უკვე ხშირად ვხედავთ ზაფხულში თოვლის საფარის მთლიან დნობას. თუ ბოლო 15 წლის საშუალო ტემპერატურულ მაჩვენებლებს გადავხედავთ, ისინი 3500 მეტრზე დაბლა მყინვარების არსებობას გამორიცხავენ“.

კოლუჩის თქმით, თუ გლობალური დათბობა არ შეჩერდება, მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აღმოსავლეთი და ცენტრალური ალპების მარადიული ყინული შესაძლოა მთლიანად გაქრეს. მყინვარები შემორჩება მხოლოდ დასავლეთ ალპებში, რომელიც ყველაზე მაღალია. ყინულის დნობის ფენომენი ეხება არა მარტო ალპებს, არამედ მსოფლიოს ყველა მთათა მასივს, ანდებიდან დაწყებული, ჰიმალაებამდე, ორივე პოლუსს და არქტიკულ სტეპებს. „ისეთი ქვეყნების წყალმომარაგება, როგორიცაა: პერუ, ჩილე და ინდოეთი – მთის მყინვარებს ეფუძნება და შესაძლოა მათ პრობლემები შეექმნათ, – ამბობს კოლუჩი დასკვნის სახით. – პოლარული ყინულის გაქრობამ შესძლოა კუნძულების და სანაპირო ქალაქების ჩაძირვა გამოიწვიოს. ამას გარდა, მარადიული ყინულების, სტეპების გაყინული გრუნტის დნობას ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მეთანის გამოფრქვევა მოჰყვება“.

ვიდეო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close