მოგზაურობამსოფლიოხელოვნებაიტალიაკულტურა
რომში „ესპანურ კიბეზე“ დაჯდომა, ჭამა და დალევა აიკრძალა

რომში „ესპანურ კიბეზე“ დაჯდომა და ჭამა-სმა აიკრძალა. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 400 ევროა.
მსგავსი კანონი რომის სხვა ღირსშესანიშნაობებზეც მოქმედებს, მაგალითად, ტრევის შადრევანზე.
ბაროკოს სტილის გრანდიოზული, 138-საფეხურიანი „ესპანური კიბე“ არქიტექტორმა ფრანჩესკო დე სანკტისმა 1723-იდან 1726 წლამდე პერიოდში ააგო. კიბე განსაკუთრებით პოპულარული გახდა ფილმ „რომაული არდადეგების“ ეკრანზე გამოჩენის შემდეგ.
კომენტარები