„მადლობა თავისუფლებისთვის!“ – გამოფენა ათენში რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ

რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიები. ფოტო: commons.wikimedia.org
საბერძნეთის რესპუბლიკაში 11 აგვისტოს 17:00 საათზე ანტისაოკუპაციო გამოფენა გაიმართება. ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორია ახალგაზრდა ელჩი საბერძნეთის რესპულიკაში ლიკა ჯანელიძე, თორნიკე კოპლატაძის დოკუმენტურ ფილმსაც უჩვენებენ, რომელიც მან 2017 წელს ლონდონში სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში გადაიღო. მისი სახელწოდებაა „დევნილობის 9 წელიწადი“ (9 YEARSOF DiISPLACEMENT).

ოცწუთიან ფილმში მოთხრობილია 2008 წლის ომის შედეგად დევნილი, წეროვნის ლტოლვილთა დასახლებაში მცხოვრები ადამიანების შესახებ. ფილმს ახლავს სუბტიტრები ინგლისურ ენაზე.

ანტისაოკუპაციო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაცია; ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში.

გამოფენა მოეწყობა შემდეგ მისამართზე: პატისიონის (იგივე 28 ოქტომბრის) 81, პირველი სართული, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი „კავკასია“, ვიქტორიას მოედანთან.

კომენტარები