ლონდონის მუზეუმის მე-10 სართულიდან 17 წლის მოზარდმა ექვსი წლის ბავშვი გადმოაგდო
ლონდონში, ტეიტის თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმის მე-10 სართულის აივნიდან 17 წლის მოზარდმა ექვსი წლის ბავშვი გადმოაგდო. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
თვითმხილველთა განცხადებით, მოზარდი უცნაურად იქცეოდა, შემდეგ კი მოულოდნელად მუზეუმის ერთ-ერთ ვიზიტორ ქალს ხელიდან ბავშვი გამოსტაცა და აივნიდან გადააგდო.
BBC-ს ინფორმაციით, მოულოდნელი თავდასხმის მსხვერპლი გახდა პატარა ფრანგი ბიჭი, რომელიც თავის ოჯახთან ერთად ლონდონში ტურისტულ მოგზაურობაში იმყოფებოდა. მცირეწლოვანი მე-5 სართულის სახურავზე დაეცა. მედიის ცნობით, 6 წლის ბიჭუნას დაზიანებული აქვს ტვინი, ხერხემალი, მოტეხილი აქვს ხელები და ფეხები. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
პოლიციამ დააკავა 17 წლის ბიჭი, რომლის დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. იგი სასამართლოს წინაშე თვის ბოლოს წარდგება.
ერთ-ერთი თვითმხილველი, უკრინელი ოლგა მალიშევსკა თავის ტვიტერზე პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს.
#Tatemodern Security says the child was taken to the hospital by this helicopter-after falling down from height.I saw a woman running to the balcony on 10floor&crying around 2:45pm,then all visitors got locked in the building till around 4:08pm. Hope the child will get well! pic.twitter.com/WQlPQjCp67
— Olga Malchevska (@Yollika) August 4, 2019
კომენტარები