მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

19 წლის გოგოს, რომელიც 12 ბიჭს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, პატიმრობა ემუქრება

კვიპროსის სასამართლომ 19 წლის ბრიტანელი გოგოს დაკავების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც 12 ისრაელელი მოზარდი კურორტ აია ნაპაზე (კვიპროსი) მის ჯგუფურად გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ BBC წერს.

გოგოს, რომლის ვინაობაც არ სახელდება, საზოგადოებისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ. 12 მოზარდი ისრაელიდან, რომელთა ასაკი 15-იდან 20 წლამდეა, სასამართლოს წინაშე 18 ივლისს წარდგა. მათ აია ნაპაზე ახალგაზრდა გოგოს ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში ერთი კვირა გაატარეს, თუმცა სასამართლომ ისინი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა. ბიჭები უკვე დაბრუნდნენ სამშობლოში.

ბრიტანელმა გოგომ მოზარდების წინააღმდეგ საჩივარი გაიტანა. როგორც მან პოლიციას უთხრა, ის აღშფოთებული იყო იმით, რომ ახალგაზრდების ნაწილი მასთან ურთიერთობას ვიდეოზე იღებდა.

ახლა ისრაელელი მოზარდები ამბობენ, რომ ისინი გოგოს მიერ ცრუ ჩვენების მიცემის გამო ჩივილს აპირებენ. თავად 19 წლის ბრიტანელი წინასწარ პატიმრობაშია და, სულ ცოტა, 7 აგვისტომდე საპატიმროში დარჩება, 7 აგვისტოს კი მისი სასამართლო სხდომაა დანიშნული. 19 წლის ბრიტანელ გოგოს ცრუ ჩვენების მიცემისთვის ჯარიმა ან ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close