ევროკავშირის მომავლის მიმართ რწმენა გამყარდა

2014 წლის შემდეგ პირველად, ევროპელებს შორის ევროკავშირის პოზიტიური მომავლისა და ევროს მიმართ რწმენა გამყარდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის, „ევრობარომეტრი-2019“-ის შედეგები მეტყველებს.

კვლევაში, რომელსაც ევროკომისია ყოველწლიურად ატარებს, წელს 27,5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევა ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანაში და წევრობის მსურველ 6 ქვეყანაში – თურქეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მონტენეგროში, სერბეთში, ალბანეთში და არაღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ჩატარდა.

ევროკავშირის მომავალს ოპტიმისტურად გამოკითხული ევროპელების 61% უყურებს, რაც წინა წლის შედეგებს 3%-ით აღემატება. ამასთან ერთად, ოპტიმიზმის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა ირლანდიაში (85%), რომელმაც ​Brexit-ის გამო 31 ოქტომბერს შესაძლოა ევროკავშირი დატოვოს.

ევროს მომავალს პოზიტიურად გამოკითხულთა 76% აფასებს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1%-ით მეტია, თუმცა არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას დადებითად მხოლოდ რესპონდენტთა 49% აფასებს.

რაც შეეხება ევროკავშირის მთავარ პრობლემებს, 34%-მა ასეთად მიგრაცია დაასახელა. მეორე ადგილზე კლიმატის გლობალური ცვლილება (22%), მესამეზე კი ევროპაში შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია (18%) აღმოჩნდა.

europa.eu

კომენტარები