16 წლის გოგომ საკუთარი 7 თვის შვილი დედის გასამწარებლად მოკლა?
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანი დედის საქმეზე სასამართლო დახურულ სხდომათა რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც „პრაიმტაიმს“ მოკლული ბავშვის მამის ნათესავი უყვება, დახურულ სხდომაზე არასრულწლოვანმა დედამ მკვლელობის მოტივად საკუთარ მშობელზე ანგარიშსწორება დაასახელა.
„ვინაიდან სასამართლოზე დახურული სხდომები იმართება, ჩვენ ვერ ვესწრებით, მაგრამ გამოჟონილი ინფორმაციით ბავშვის დედამ მკვლელობის მოტივად საკუთარი დედის გამწარება დაასახელა. მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის გოგონას მშობელი კი ამბობს, რომ ის კარგი დედა იყო და შვილს უშლიდა იმას, რაც მისაღები არ არის. სასამართლოზე მის უფლებებს სახაზინო ადვოკატი იცავდა. ახლა ოჯახმა სხვა ადვოკატი აიყვანა, საქმეში ორი არასამთავრობო ორგანიზაციაც ჩაერთო“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.
გამოცემის რესპონდენტის ინფორმაციით, ადვოკატი მოკლული ბავშვის მამასაც ჰყავს აყვანილი და უფლებადამცველს იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ მის წინააღმდეგ საქმე არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის ბრალდებით აღიძრება.
შეგახსენებთ, საზარელი შემთხვევა 21 მაისის გამთენიისას მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, 16 წლის გოგომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.
დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
primetime.ge
კომენტარები