მსოფლიოქართველები უცხოეთშიხელოვნებაკულტურასაქართველო

გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კინოკომპოზიტორს შორისაა

საქართველოს სახალხო არტისტი, გენიალური კომპოზიტორი გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კინოკომპოზიტორს შორის დასახელდა. ინფორმაციას „არტინფო“ ავრცელებს.

გია ყანჩელი იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასა და ენიო მორიკონესთან ერთად, საუკეთესოთა შორისაა.

სამივე კომპოზიტორის მიერ მხატვრული თუ ტელეფილმებისთვის შექმნილი ნაწარმოებები მილიონობით მსმენელის გულს იპყრობს.

1995-1996 წლებში გია ყანჩელი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის სიმფონიურ ორკესტრში მიიწვიეს. ამჟამად იგი ანტვერპენში ცხოვრობს, თუმცა საქართველოსა და რუსთაველის თეატრთან კავშირი არ გაუწყვეტია. მან შექმნა მუსიკა რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისთვის: „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“.

გია ყანჩელი უამრავი კინოფილმის მუსიკის ავტორია, როგორიცაა: „არ იდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.

მუსიკის სპეციალისტები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმფონიურ თხზულებებს. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ ქართველ კომპოზიტორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

რამდენიმე წლის წინ საიტმა imdb.com-მა გია ყანჩელი ტოპ-25 კინოკომპოზიტორს შორის  მე-5 ადგილზე დაასახელა ჯონ უილიამსის, ენიო მორიკონეს, ჰანს ციმერის და ნინ როტას შემდეგ.

2015 წელს გია ყანჩელის 80 წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტები ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

კომპოზიტორი, რომელიც 10 აგვისტოს 84 წლის ხდება, დღესაც აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close