მსოფლიოსაზოგადოება

შვედეთში მათხოვრებს ლიცენზიის აღება მოუწევთ

შვედეთში, დედაქალაქ სტოკჰოლმის დასავლეთით მდებარე ქალაქი ესკილსტუნა მოწყალების მიღების მსურველებს რეგულაციას უწესებს. შვედეთში ეს პირველი ქალაქია, სადაც ქუჩაში მოწყალების თხოვნით გასულ ადამიანებს ამ უფლების მიღებისთვის ფულის გადახდა მოუწევთ.

ნებართვა დაახლოებით 25 დოლარი ღირს და მისი აღება ასევე მოითხოვს მოქმედ ID ბარათს.

ესკილსტუნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოწყალების მიღების მსურველთათვის ახალი ზომის შემოღებას მხარი 2018 წლის მაისში დაუჭირა, თუმცა ადმინისტრაციულმა საბჭომ მის მიღებაზე უარი თქვა.

ადმინისტრაციულმა სასამართლომ საბჭოს გადაწყვეტილება გააუქმა. შესაბამისად, ახალი ზომა პირველი აგვისტოდან ძალაში შევიდა.

thelocal.se

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close