ვიდეომსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

აშშ-ში ერთ დღე-ღამეში ორი თავდასხმა მოხდა, რომელმაც ადამიანების მასობრივი დაღუპვა გამოწვია (ვიდეო)

აშშ-ს ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაიჭრა. თავად თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ ბარში მოხდა.

ერთ დღე-ღამეში აშშ-ში თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა: ადრე ელ-პასოში სავაჭრო ცენტრ Walmart-ზე (ტეხასის შტატი) თავდასხმის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, 26 დაიჭრა, ბევრი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

შტატის გუბერნატორის, გრეგ ებოტის თქმით, 4 აგვისტოს სროლის შესახებ ინფორმაცია შევიდა ადგილობრივი დროით 10:39 საათზე, პოლიცია ადგილზე ექვს წუთში მივიდა. 11:06 საათზე ეჭვმიტანილი დააკავეს. ამასთან, პოლიციის განცხადებით, მამაკაცი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

თავდამსხმელი  21 წლის ამერიკელი პატრიკ კრუზიოსია. წინა დღეს მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მანიფესტი, რომლითაც მხარს უჭერს ტერაქტს, რომელიც ახალი ზელანდიის მეჩეთში მოხდა. მან ასევე დაწერა, რომ თავისი ქმედებებით იცავს თავის ქვეყანას უცხოელთა „შემოსევისგან“ და მიგრანტების გამო აშშ-ის კულტურა და ეკონომიკა ზარალდება.

სავაჭრო ცენტრი, რომელშიც სროლა მოხდა, მექსიკის საზღვართან ახლოს მდებარეობს. მისი მომხმარებლების ძირითად ნაწილს შეადგენენ მექსიკელები, რომლებიც ელ-პასოში პროდუქტების შესაძენად ჩადიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტეხასში მომხდარ სროლას „სიმხდალის აქტი“ უწოდა. „არ არსებობს არანაირი მიზეზი ან გამართლება, რომელიც როდესმე გაამართლებდა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას“, – დაწერა ტრამპმა Twitter-ში.

ხელებაწეული ადამიანები სავაჭრო ცენტრიდან გამოდიან სროლის შემდეგ

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close