კიევში 119 არალეგალი დააკავეს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებიც (ვიდეო)

უკრაინის დედაქალაქ კიევში სამართალდამცველებმა 119 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ეროვნული პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ოპერაციის დროს პოლიციამ საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები აიყვანა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, მათ „მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ უკრაინაში ყოფნისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის წესები დაარღვიეს“.

როგორც ცნობილია, 50 არალეგალ მიგრანტს სამშობლოში იძულებით დააბრუნებენ, 36-ს უკრაინაში ყოფნის ვადა შეეზღუდა, 10 დაკავებული კი უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის განკუთვნილ ბანაკში გადაიყვანეს.

არალეგალი მიგრანტები ბაზარში მუშაობდნენ, რომელიც „ტროეშჩინას“ სახელით არის ცნობილი.

კომენტარები