fbpx
კრიმინალიმსოფლიოსაზოგადოება

მოკლული რუსი გოგონას ცხედარი ჩემოდანში იპოვეს

ცნობილი რუსი INSTAGRAM-ინფლუენსერი, 24 წლის ეკატერინა კარაგლანოვა მოსკოვში, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მას ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული, ცხედარი კი ჩემოდანში იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეკატერინა კარაგლანოვა გარდაცვლილი სახლში მას შემდეგ იპოვეს, რაც მისმა ოჯახის წევრებმა განგაში ატეხეს, რადგან გოგონას რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ.

კარაგლანოვას Instagram-ზე 87 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა, მან სულ ახლახან მიიღო ექიმის დიპლომი. პოლიცია მისი მკვლელობის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობას ასახელებს. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელიც ერთხელ უკვე ნასამართლევია.

კატიას ახალი დაწყებული ჰქონდა ურთიერთობა და დასვენების დღეების გატარებას ჰოლანდიაში აპირებდა, სადაც 30 ივლისს თავისი დაბადების დღე უნდა აღენიშნა.

imedinews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close