ვენეცია იძირება – მერია საკრუიზო გემებს ადანაშაულებს

იტალიაში, ქალაქ ვენეციის პორტი საკრუიზო გემების მიღებას აპროტესტებს. 

პორტის წარმომადგენლები ამსტერდამის, ბარსელონის, დუბროვნიკის და მარსელის პორტებს მოუწოდებს, რომ გარემოზე საკრუიზო გემების მავნე გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ.

ვენეციის პორტი ამის მიზეზად ბოლო დროს მომხდარ ინციდენტს ასახელებს. 2019 წლის ივნისში ვენეციის ქუჩებში ათასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც საკრუიზო გემი პორტში შედარებით მცირე ზომის ტურისტულ საზღვაო ხომალდს შეეჯახა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა ოთხი ადამიანი.

ვენეცია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. ქალაქი იძირება. ვენეციის ადმინისტრაცია პროცესის დაჩქარებაში საკრუიზო გემებს ადანაშაულებს.

არსებული მონაცემებით, 2019 წელს საკრუიზო გემით მოგზაურობას 30 მილიონი ადამიანი გეგმავს, რაც 10 წლის მაჩვენებელზე 70%-ით მეტია.

კომენტარები