fbpx
მსოფლიოnewsსაზოგადოება

მოსკოვს დიდი ზომის მავნებელი შეესია

მოსკოვში დიდი ზომის ნარინჯისფერი ლოქორები გავრცელდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, ხმელეთის მოლუსკების ეს სახეობა 15 სმ სიგრძისაა და ის რუსეთში ესპანეთიდან გავრცელდა.

ლოქორების აღნიშნული სახეობა (Arion vulgaris) ბოსტნის კულტურების მავნებელია და ევროპაში 100 ყველაზე ცუდ მავნებელს შორისაა დასახელებული.

არსებული ინფორმაციით, რუს ფერმერებს ლოქორები მოსავალს უნადგურებენ და მათ მავნებელთან გამკლავება უჭირთ.

ესპანეთიდან გავრცელებული ლოქორა (Arion vulgaris) ჰერმაფროდიტია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს მამრობითი და მდედრობითი სქესის ნიშნები აქვს, ამიტომ ნებისმიერ სხვა ლოქორასთან შეუძლია დაწყვილება, ეს კი მათი პოპულაციის სწრაფად ზრდას განაპირობებს. ლოქორას ერთ ჯერზე 400-ზე მეტი კვერცხის დადება შეუძლია.

როგორც წესი, მოზრდილი ლოქორები რეპროდუქციული პერიოდის შემდეგ შემოდგომაზე იხოცებიან. ექსპერტების ვარაუდით, მოლუსკების აღნიშნული სახეობა რუსეთის მკაცრ ზამთარს, სავარაუდოდ, ვერ გადაურჩება.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close