fbpx
იტალიაპოლიტიკასაზოგადოება

იტალიაში აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

იტალიაში საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ინციდენტი კიმონტეში მოხდა, სადაც ათასობით აქტივისტი ლიონისა და ტურინის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა.

მომიტინგეთა ნაწილი კერძო კომპანიის მიერ შემოღობილ ტერიტორიაზე შესვლას შეეცადა, საპასუხოდ კი პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

საქმე ეხება მაღალსიჩქარიანი მატარებლების სარკინიგზო ხაზს, რომლის ნაწილმა ალპებში უნდა გაიაროს. მოქალაქეები და ოპოზიცია აცხადებენ, რომ ამ ხაზის მშენებლობა გარემოს პრობლემებს შეუქმნის და მთავრობას ძვირი დაუჯდება. ახალი სარკინიგზო ხაზის გაყვანის ნაცვლად აქტივისტები ძველი ლიანდაგის რეკონსტრუქციას ითხოვენ.

1tv.ge

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close