მსოფლიოსაზოგადოება

ციმბირში სამი მილიონი (!!!) ჰექტარი ტყე იწვის (ვიდეო)

ციმბირის ტყეში მასშტაბური ხანძარია. როგორც რუსეთის საგანგებო სამსახურები იუწყებიან, ცეცხლი სამ მილიონ ჰექტარ ტერიტორიაზეა მოდებული.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ირკუტსკის, იაკუტიისა და კრასნოიარსკის ოლქებში. როგორც გარემოს დამცველები ამბობენ, ხანძრის შედეგად წარმოქმნილი კვამლი პოვოლჟიემდე და ყახაზეთამდეც კი აღწევს. მათივე თქმით, ხელისუფლება სტიქიის მასშტაბებს ვერ აღიქვამს.

„გრინფისის“ წარმომადგენელთა მტკიცებით, ხანძრის ჩაქრობაში სათანადო რაოდენობის მეხანძრეები და ტექნიკა არ მონაწილეობს. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ზოგიერთ რაიონში ცეცხლი უკვე დასახლებულ პუნქტებსაც უახლოვდება.

რუსმა ვიდეობლოგერმა დიმიტრი ივანოვმა, რომელიც Youtube-ზე პოლიტიკურ თემატიკაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბლოგერია, ციმბირში ტყეების დაწვასთან დაკავშირებით თავის არხ Kamikadzedead-ზე ვიდეო განათავსა და ხანძრის მიზეზებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ხანძრის მიზეზი არის ის, რომ რუსეთი წლებია ციმბირის ტერიტორიის ტყეებს უკანონოდ ჩეხს, რათა მასალა ჩინეთს მიჰყიდოს, წელს კი გაჩეხის მასშტაბებმა არნახულს მიაღწია და იმისთვის, რათა ამ უკანონო ქმედების კვალი დაეფარათ, მათ მილიონობით ჰექტარი ტყე გადაწვეს.

იუთუბერმა პროტესტი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ხელისუფლებას ეს ხანძარი ხელს აძლევს და მის ჩაქრობას არც ცდილობს, მხოლოდ რეპორტაჟებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაცია თავისით დალაგდება, „მექრთამე ეკოლოგები პუტინს სჭირდება“, – ამბობს იგი, ვინაიდან მედიაში გავრცელებული ცნობებით, ხანძრის მიზეზი მხოლოდ მაღალი ტემპერატურა და ქარიშხლებია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close