fbpx
იტალიასაზოგადოება

სასკოლო ავტობუსის გატაცება: გმირი ბავშვები – ადამი და რამი იტალიის მოქალაქეები გახდნენ

ორმა ემიგრანტმა  მოსწავლემ – მაროკოული და ეგვიპტური წარმოშობის ბიჭებმა 20 მარტს სასკოლო ავტობუსის გატაცების დროს თანაკლასელები მოსალოდნელი დიდი ტრაგედიისგან იხსნეს.

გუშინდელი დღიდან, 27 ივლისიდან ორივე – ადამ ელ ჰამამი და რამი შეჰატა იტალიის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. იტალიის მოქალაქეობის მინიჭება ორი მამაცი ემიგრანტი ბიჭისთვის, რომლებიც ქალაქ კრემის სკოლაში სწავლობენ, მათი წახალისების მიზნით გადაწყდა.

შეგახსენებთ, რომ აფრიკული წარმოშობის იტალიის მოქალაქე მძღოლმა სასკოლო ავტობუსი მიმდინარე წლის 20 მარტს გაიტაცა მილანთან ახლოს. 13 წლის ბიჭებმა, რამიმ და ადამმა, რომლებიც 49 თანატოლთან ერთად გატაცებულ ავტობუსში იმყოფებოდნენ, ტერორისტი მძღოლი მოატყუეს, არ მისცეს მას თავიანთი მობილური ტელეფონები – უთხრეს, რომ სახლში დარჩათ და ჩუმად, ვითომ ლოცულობდნენ, შეძლეს მშობლების და პოლიციის გაფრთხილება.

იტალიის კანონმდებლობით, იმიგრანტების შვილებს, რომლებიც იტალიაში დაიბადნენ, 18 წლის ასაკამდე იტალიის მოქალაქეობას არ ანიჭებენ, თუმცა საზოგადოებრივი აზრის ზეწოლას თავად შს მინისტრმა მატეო სალვინიმაც ვერ გაუძლო, რომელიც თავიდან რამისთვის მოქალაქეობის მინიჭების წინააღმდეგი იყო.

ცერემონია ქალაქ კრემის მერიის მისაღებში გაიმართა. ნახეთ ვიდეო:

ამავე თემაზე: იტალიის მოქალაქეობას რამი შეჰატას გარდა მისი მაროკოელი თანაკლასელიც მიიღებს

სალვინიმ პოზიცია შეიცვალა:  “Sì cittadinanza a Ramy, è come mio figlio” – „დიახ, მოქალაქეობა რამის, იგი ჩემთვის შვილივითაა

ინციდენტი იტალიაში: წარმოშობით აფრიკელი მძღოლის ვერსია, თუ რატომ დაწვა სასკოლო ავტობუსი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close