პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე ემიგრანტებს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ ემიგრანტებს მიმართავს, ისარგებლონ იმ კანონით, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ.
„15 აგვისტომდე მოქმედებს კანონი, რომელიც ქართველ ემიგრანტებს საშუალებას აძლევს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა მარტივი პროცედურით შეინარჩუნონ. ეს ინიციატივა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, ჩემთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის შენარჩუნება და მიხარია, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე გამოიყენა ეს შანსი! განსაკუთრებით მინდა ვთხოვო იმ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ზაფხულს საქართველოში ატარებენ, თუკი ბოლო ხანებში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვეთ, აუცილებლად გამონახეთ დრო და მიაკითხეთ იუსტიციის სახლს! ყველამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამავე თემაზე: სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების ან აღდგენის ვადა იცვლება
ორმაგ მოქალაქეობასა და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული დეტალური განმარტებები
კომენტარები