კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: რუსმა პატიმარმა ციხეში ქართველი თანამოსაკნე მოკლა

საბერძნეთის ქალაქ ნიღრიტის (Νιγρίτα) ციხეში, რომელიც სერესის ოლქში მდებარეობს, 27 ივლისის დილას ტრაგიკული შემთხვევა მოხდა – რუსმა პატიმარმა ჩხუბის დროს თავისი თანამოსაკნე ქართველი მოკლა.

ერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის რუსმა 35 წლის ქართველი სასტიკად სცემა, რის შემდეგაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მას დაზიანებები თავისა და კისრის არეში ჰქონდა.

ორივე პატიმარი სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა. ჩხუბის მიზეზი უცნობია.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close