მსოფლიოსაზოგადოება

ანომალიური სიცხის გამო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საფრთხის ქვეშაა

25 ივლისს ძლიერი სიცხე ფიქსირდება საფრანგეთში, განსაკუთრებით პარიზში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს.

სიცხე საფრთხეს უქმნის ახლახან ნახანძრალ, ისედაც დასუსტებულ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რომლის რეკონსტრუქციაც მიმდინარეობს. ზოგიერთი ნაწილი, როგორიცაა საცავი, ჯერ კიდევ არ გამაგრებულა, ამიტომ არქიტექტორები შიშობენ, რომ მოვლენები შესაძლოა ცუდად განვითარდეს.

„მაშფოთებს ის, რომ ქვების შეერთების ადგილები მეტისმეტი გამოშრობის შედეგად ურთიერთთავსებადობას, ერთმანეთზე მოჭიდებას და სტრუქტურულ ფოსოებს კარგავს და შეიძლება უცებ ჩამოინგრეს“, – შეშფოთებით აცხადებს ნოტრ-დამის რეკონსტრუქციის მთავარი არქიტექტორი ფილიპ ვილნევი.

შეგახსნებთ, რომ ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს გაჩნდა და ცეცხლს დაახლოებით 14 საათის განმავლობაში აქრობდნენ.

წყარო: francetvinfo.fr

მსგავს თემაზე: რა განადგურდა და რა გადარჩა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close