მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

რუსეთში კარვების ბანაკში ხანძრის შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში, სამთო-სათხილამურო კურორტზე, კარვების საბავშვო ბანაკში ხანძრის შედეგად 3 გოგონა და 1 ბიჭი დაიღუპა. 1 გოგონა ადგილზე დაიღუპა, 3 ბავშვი კი მოგვიანებით რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

როგორც გაირკვა, ხანძრისას 10 წლის ბიჭი თანატოლებს კარვებიდან გამოსვლაში ეხმარებოდა. შედეგად მან სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კომაში ჩავარდა.

ბანაკის ადმინისტრაციის თქმით, კარვები სანკტ-პეტერბურგში, მწარმოებელ ქარხანაში შეიძინეს, კარვები ცეცხლგამძლე მასალისგან იყო დამზადებული და ამის დამატკიცებელი სერტიფიკატიც აქვთ.

ვარაუდობენ, რომ ხანძარი გაუმართავმა გამათბობელმა გამოიწვია, რომელზეც ბავშვები ტანსაცმელს აშრობდნენ.

ხანძრის დროს შემთხვევის ადგილზე 7-იდან 15 წლამდე 189 ბავშვი იმყოფებოდა. ბანაკში არსებული 26 კარვიდან 20 დაიწვა. გარდაცვლილთა გარდა კიდევ 5 მოზრდილი და 3 ბავშვი დაზარალდა.

მომხდარის გამო მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულები არიან საბავშვო დაწესებულების მფლობელი ორგანიზაციის დირექტორი და თავად ბანაკის დირექტორი. ხაბაროვსკის მხარეში დღეიდან, 24 ივლისიდან 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

წყარო: ria.ru

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close