მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ავსტრალიელი წყვილი გადასახადებს არ იხდიდა, რადგან, მათი რწმენით, ეს „ღვთის ნებას ეწინააღმდეგება“

ავსტრალიაში ქრისტიანი მორწმუნეები ორ მილიონზე მეტი ავსტრალიური დოლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

საქმე ეხება ერთ-ერთ ოჯახს, რომლის წევრებიც ამტკიცებდნენ, რომ „გადასახადების გადახდა ღვთის ნებას ეწინააღმდეგება“. სწორედ ამ მიზეზით კორნელის ბირპუტი და მისი მეუღლე ანნა საშემოსავლო გადასახადს 2011 წლიდან არ იხდიდნენ. 2017 წელს სასამართლომ წყვილს კუთვნილი ფერმა ჩამოართვა, რადგან მათ იჯარის გადასახადი არ დაფარეს.

წყვილმა უზენაეს სასამართლოს მიმართა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ „ღვთის ნება უზენაესია, ხოლო გადასახადების დაწესებით სახელმწიფო ღვთის ნებას აკნინებს“.

სასამართლომ ქრისტიანი წყვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ განაცხადა, „მას არ ეპარება ეჭვი წყვილის რწმენისადმი ერთგულებაში, თუმცა ბიბლიაში მათ სასარგებლოდ არცერთი არგუმენტი არ მოიპოვება“.

შედეგად, ბირპუტების ოჯახს საერთო ჯამში ორ მილიონზე მეტი ავსტრალიური დოლარის ჯარიმა დაეკისრა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close