მსოფლიოკრიმინალი

დიდ ბრიტანეთში პატიმრებს საკნის გასაღებს მისცემენ

ახალი კანონპროექტის თანახმად, რომელსაც დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს, ამ ქვეყნის საპატიმრო დაწესებულებებში პატიმრებს კარგი ყოფაქცევისთვის საკნების გასაღებს მისცემენ. 

ასეთი მეთოდით უწყებას პატიმრების ანაზღაურების სისტემის სრულყოფა სურს. კანონპროექტის მიხედვით, საპატიმრო დაწესებულების ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომელი პატიმარი შეძლებს თავისთვის საკვების დამზადებას, მნახველებთან შეხვედრას და სავარჯიშო დარბაზში სიარულს.

კანონის იმპლემენტაციის დაწყების თარიღად მიმდინარე წლის 16 აგვისტო სახელდება.

ასევე, დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტრო საპატიმრო დაწესებულებების პერსონალს პატიმრების ხშირი შექებისკენ მოუწოდებს მათი მოტივაციის გაზრდისა და წახალისების მიზნით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close