იტალიაკრიმინალიპოლიტიკა

იტალიის პოლიციამ ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის არსენალში „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტა იპოვა

იტალიის ჩრდილოეთში სამართალდამცველებმა ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების კუთვნილი იარაღის არსენალი ამოიღეს, მათ შორის, „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის მართვადი რაკეტა. სააგენტო ANSA-ს ცნობით, ამ საქმესთან დაკავშირებით სამი ადამიანია დაკავებული, მათ შორის, იტალიის სენატის წევრობის კანდიდატი პარტიიდან „ახალი ძალა“.

ტურინის პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილების ინფორმაციით, მემარჯვენე ორგანიზაციების წევრები კავშირში არიან იმ დაქირავებულ იტალიელ მებრძოლებთან, რომლებიც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში იბრძვიან.

პოლიციამ ოპერაცია ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში ჩაატარა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close