საზოგადოებასაქართველო

ძაღლი, რომელსაც ჭოპორტში კეტით ყბები დაუმტვრიეს, მამა სებასტიანემ შეიფარა

ძაღლს, რომელსაც ჭოპორტში ხელკეტით ყბების ძვლები დაუმტვრიეს და დამოუკიდებლად ჭამას ვეღარასდროს შეძლებს, ახალი პატრონი ჰყავს – მამა სებასტიანე, რომელიც სოფელ წრომის მონასტერში მსახურობს. ამ ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ავრცელებს.

„ჭოპორტში ნაწამები ჰასკის ამბავი მამა სებასტიანეს ყურამდეც მივიდა. დღეს ჩამობრძანდა თავშესაფარში, მოინახულა ძაღლი და ბოთლით ბულიონი ჩამოუტანა. მოგეხსენებათ, რომ ყბა აქვს მოტეხილი და დამოუკიდებლად საკვებს ვერ ჭამს. ხაშურში, სოფელი წრომის დედაღვთისას მონასტერში მსახურობს მამა სებასტიანე. რამდენიმე ტრავმირებული ძაღლი ყავს მიკედლებული და ნამკურნალები და თუ გამატანთ, ამასაც მივხედავო. გავატანეთ“, – დაწერეს ძაღლების თავშესაფრის ფეისბუქგვერდზე.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ორიოდე კვირის წინ ჭოპორტში ძაღლი სასტიკად სცემეს და ყბის ძვლები დაუმტვრიეს. მაშინ მძიმე მდგომარეობაში მყოფი საბრალო ჰასკი თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარმა შეიფარა.

ამავე თემაზე: ჭოპორტში ძაღლი მავთულით ჩამოკიდეს და ხელკეტით ყბის ძვლები დაუმტვრიეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close