იტალიის სენატმა 11 ივლისს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმის პროექტს პარლამენტის ორივე პალატის წევრთა რიცხვის შემცირების შესახებ. ამის თაობაზე MEDIASET-ი იუწყება.
კანონპროექტის თანახმად, რომელიც სახელისუფლებო კოალიციაში შემავალი ორი პარტიიდან ერთ-ერთმა, „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ წარადგინა, სენატორების (ზედა პალატა) რიცხვი 315-იდან 200-მდე მცირდება, დეპუტატების (ქვედა პალატა) რიცხვი კი – 630-იდან 400-მდე.
რეფორმის მიზანია პარლამენტის შენახვის ხარჯების შემცირება, ამას გარდა, პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ დეპუტატების ნაკლები რაოდენობით პარლამენტი უფრო ეფექტიანად იმუშავებს.
ქვედა პალატაში კენჭისყრა ივლისის დასაწყისში გაიმართება. თუ დეპუტატთა პალატა მხარს დაუჭერს კანონპროექტს, ის კანონად იქცევა და იტალიის შემდეგი მოწვევის პარლამენტში (ორივე პალატაში) 945-ის ნაცვლად 600 პარლამენტარი იქნება.
ნიკო აბაშიშვილი
მსგავს თემაზე: იტალიის პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა 345-ით მცირდება
კომენტარები