ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

სიცილიის მიტოვებულ ქალაქში სახლებს ერთ ევროდ გაყიდიან

იტალიაში, სიცილიაზე 1968 წლის მიწისძვრის შემდეგ მიტოვებული ქალაქი პოჯორეალე ტურისტებისთვის საუკეთესო მიმართულებად გადაქცევას აპირებს.

ქალაქის შესახებ ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა სიუჟეტი მოამზადა. აქ შენობები ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც მიწისძვრის შემდეგ იყო. მერიამ უკვე დაიწყო ზრუნვა ქალაქის განვითარებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად. ქალაქის მთავრობას სურს, პოჯორეალედან წასული ადამიანები უკან დააბრუნოს, ამიტომ აპირებს, ზოგიერთი სახლი მხოლოდ ერთ ევროდ გაყიდოს.

მერიის მიზანია, ეს ქალაქი შვებულების გატარების მსურველთათვის საუკეთესო ადგილად აქციოს. პოჯორეალეს აღდგენის ფარგლებში ტერიტორიაზე ბარები და რესტორნებიც აშენდება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close