კინო/ფილმებიქართველები უცხოეთშიხელოვნებაკულტურა

ქართველმა ბარიტონმა ვუდი ალენის მიერ „ლა სკალაში“ დადგმულ საოპერო სპექტაკლში მთავარი პარტია შეასრულა

6 ივლისს მილანის საოპერო თეატრ „ლა სკალაში“ ჯაკომო პუჩინის ოპერის, „ჯანი სკიკის“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლში ქართველმა ოპერის მომღერალმა ლაშა სესიტაშვილმა ბარიტონის წამყვანი პარტია შეასრულა.

ლაშა სესიტაშვილს წარმატებული საერთაშორისო კარიერა აქვს. ქართველი ბარიტონი „ლა სკალას“ მუსიკალურ აკადემიაში სწავლობს და  სწორედ მილანში გააგრძელა კარიერა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2017/19 სასწავლო წლისთვის აკადემიამ 6 მომღერალი შეარჩია და ლაშა სესიტაშვილი მათ შორისაა.

ჰოლივუდის 83 წლის პატრიარქმა, რეჟისორმა ვუდი ალენმა  „ლა სკალას“ თეატრში  პირველად იმუშავა სპექტაკლის რეჟისურაზე. ოპერის მოყვარულები შედეგს დიდი ინტერესით ელოდნენ.

ამერიკელ კინორეჟისორს, სცენარისტს, მსახიობს, მწერალსა და მუსიკოსს ვუდი ალენს მისმა ნაყოფიერმა შემოქმედებამ და ორიგინალურმა სტილმა თანამედროვე კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა. რეჟისორს 48 წლის განმავლობაში 74 ფილმი აქვს გადაღებული.

„ჯანი სკიკი“ ერთმოქმედებიანი კომედიური ჟანრის ოპერაა. მისი პრემიერა 1918 წელს გაიმართა ნიუ-იორკში, „მეტროპოლიტენ-ოპერაში“ და მაშინვე ნამდვილ „ჰიტად“ იქცა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close