მსოფლიოხელოვნება

სლოვენიაში მელანია ტრამპის ხის ქანდაკება დადგეს

სლოვენიაში აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ქანდაკება დადგეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ამერიკელმა ხელოვანმა ბრედ დაუნიმ ადგილობრივი დურგალი ალეს ზუპევიჩი დაიქირავა, რომ ხისგან პირველი ლედის ქანდაკება დაემზადებინა.

ცისფერ სამოსში გამოწყობილი მელანია ტრამპის ქანდაკება მდინარე სავის (სავა) სანაპიროზე, აშშ-ის პირველი ლედის მშობლიურ ქალაქ სევნიცასთან აღმართეს.

„ბიბისის“ ცნობით, ხის ქანდაკებამ ადგილობრივებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქანდაკება პირველ ლედის საერთოდ არ ჰგავს და ეს მის მიმართ უპატივცემულობის ნიშანია.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, პირველი ლედის მშობლიური ქალაქი სევნიცა ტურისტებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close