პოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ნეა დიმოკრატიამ“ გაიმარჯვა

21:00 საათისთვის (ათენის დროით) ცნობილი გახდა საბერძნეთში დღეს, 7 ივლისს გამართული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები. კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიულმა პარტია „ახალმა დემოკრატიამ“ („ნეა დიმოკრატია“) 39,6% მიიღო, რაც ნიშნავს, რომ 300-ადგილიან პარლამენტში მას 158 მანდატი ექნება და დამოუკიდებლად შეძლებს მთავრობის ფორმირებას. საბერძნეთს მალე ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება – კირიაკოს მიცოტაკისი.

22:00 საათის წინასწარი მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად განაწილდა: „სირიზა“ 31,63%-ს და 86 მანდატს იღებს პარლამენტში, მემარცხენე ცენტრისტული მოძრაობა ცვლილებებისთვის (KINAL) – 7,99%-ს და 22 ადგილს, საბერძნეთის კომუნისტური პარტია – 5,37%-ს და 15 ადგილს, „ბერძნული გადაწყვეტილება“ (Greek Solution) – 3,77%-ს და 10 ადგილს, იანის ვარუფაკისის MeRA25 – 3,46%-ს და 9  ადგილს; „ოქროს განთიადი“ („ხრისი ავღი“), სავარაუდოდ, პარლამენტში ვერ შევა, რადგან 2,97% მიიღო (ზღვარი 3 %-ია).

Singular Logic-ის ინფორმაციით, ცდომილება 0,5%-ია, ასე რომ, საბოლოო შედეგებით სურათი დიდად არ შეიცვლება.

ნინო ბაჯელიძე

ამავე თემაზე: რამდენად დემოკრატიულია საბერძნეთის საარჩევნო სისტემა?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close